Sunday, September 20, 2015

დღე მეცხრე

შემაჯამებელი რეფლექსია
დავამთავრე პროექტის პორტფოლიო და წარვადგინე აუდიტორიის წინაშე, ტრენერმა ნათლად გამარკვია, როგორ მოვამზადო და წარვადგინო ნამუშევარი ეფექტურად, როგორ გავუზიარო კოლეგებს კონსტრუქციული უკუკავშირი.
ასე მომზადებული პროექტი იქნება სახალისო, გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია, ისინი შეძლებენ დამოუკიდებლად ცოდნის კონსტრუირებას,რადგან მომზადების პროცესში არიან თანასწორი მონაწილეები.
ერთხელ კიდევ დავრწმუნდი, რომ გაკვეთილის მსვლელობისას უფრო მეტად  უნდა შევამცირო  ჩემი როლი.
საუკეთესო განწყობა მაქვს.  მადლობა    ინტელს უამრავი მასალისა და რესურსისათვის.

Saturday, September 19, 2015

დღე მერვე

დღეს ჩვენს ბლოგზე ავტვირთეთ ნაშრომები ნაწილობრივ. მომეწონა ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, რაც მოსწავლეებს დაეხმარება სწორი მიმართულების მიცემისა და  სამუშაოს გაადვილებაში, როგორც ჩვენ დაგვეხმარა გეგმის შაბლონი.

Wednesday, September 16, 2015

დღე მეშვიდე

საკმაოდ შრომატევადი და დამღლელი დღე იყო.განვიხილეთ შესრულებული  პრეზენტაციები ,
გავეცანი მეექსე მოდულს, როგორ დავგეგმოთ მოსწავლეთა წარმატებისათვის, რაც მოსწავლეებს დაეხმარება გახდნენ თვითრეგულირებადი მსწავლელები. ვიმუშავე ბლუმისა და გარდნერის ტქწსონომიის მიხედვით დავალების შესრულებაზე.

Friday, September 11, 2015

დღე მეექვსე

დღე იყო ფრიად საინტერესო   და რთულიც, რადგან მოვირგეთ მოსწავლის როლი.
ეს მნიშვნელოვანია  იმისთვის, რომ გავიგო როგორ ხედავს მოსწავლე პრობლემას ჩაწვდა თუ არა საკითხს და ზოგადად შეძლებენ თუ არა ჩემს მიერ მიცემული დავალების შესრულებას

Tuesday, September 8, 2015

დღე მეხუთე

გავეცანი მესამე მოდულს. უკუკავშირის ფორმებს, რომელსაც კარგად ფლობს ტრენერი. მისი ცოდნა მეც გამიადვილებს მოსწავლეებთან ურთიერთობას, მათთვის მიმართულების მიცემას სამუშაო პროცესში. ვისწავლე ბიბლიოგრაფიის შექმნა, საავტორო უფლებების დასაცავად.ვისაუბრე კოლაბორაციის მნიშვნელობაზე.

Monday, September 7, 2015

მეოთხე დღე

დავხვეწე სტ. მიზნების და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანი შეფასების 5 მიზანს, დროში გაწერილ შეფასების გეგმას, რაც დამეხმარება პროექტს მოვარგო მეთოდები და ინსტრუმენტები.

Saturday, September 5, 2015

დღე მესამე

რეფლექსია

დღე მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო რადგან შევეხეთ პროექტის შინაარსობრივ მხარეს.  შევავსე გეგმის შაბლონი საიდანაც უკეთ გავაანალიზე კავშირები სტანდარტსა და პროექტის შინაარს შორის. მიმართულებითი კითხვარის შაბლონით კი გამიადვილდა ჩემს პროექტზე მომერგო შესაბამისი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

Friday, September 4, 2015

დღე მეორე

რეფლექსია
პირველი დღის რეფლექსია დავწერე, მაგრამ ტექნიკის გაუმართავობის გამო დავტოვე სამუშაო  მაგიდაზე.
მეორე დღე დავიწყე პროექტის იდეის და მონახაზის ჩამოყალიბებით. გავეცანი პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტს და პროექტის სტრუქტურას.მივიღე რჩევები .